Get All Access for $5/mo

Globalize-ის ორგანიზებით, სან-ფრანცისკოში ქართული საექსპორტო პროდუქტების გამოფენა გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

30 ოქტომბერს, აშშ-ში, ქართული საექსპორტო პროდუქტების გამოფენა გაიმართა, რომლის ორგანიზებაც "Globalize"-ის გუნდმა და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უზრუნველყო. Გამოფენა "USAID სოფლის მეურნეობის პროგრამასა" და "ლიბერთი ბანკთან" პარტნიორობით განხორციელდა.

გამოფენის მიზანია, ერთის მხრივ, გააერთიანოს იმპორტიორები, დისტრიბუტორები, საცალო ქსელები და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორები, მეორეს მხრივ კი, მათ წინაშე წარადგინოს ქართული ბიზნესი და საექსპორტო შესაძლებლობები ამერიკის ბაზრისთვის.

Globalize აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და ეხმარება ქართველ ექსპორტიორებს ამერიკის ბაზარზე გაფართოებაში. საგამოფენო სივრცეში 35-მდე ქართული საექსპორტო პროდუქტი იყო წარმოდგენილი. Მსგავსი გამოფენები ეხმარება ექსპორტიორებს, დაამყარონ კონტაქტები, შეიძინონ ახალი სტრატეგიული პარტნიორები და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით გააფორმონ ხელშეკრულებები.

Globalize-ის მორიგი საექსპორტო გამოფენა ნიუ იორკში 4 ნოემბერს არის დაგეგმილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ტექნოლოგიური ტრენდები

21-ე საუკუნეში აუცილებელი უნარები

საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზების უმთავრესი განმაპირობებელი უნარები